LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების მიერ შექმნილი NFT თამაშით ფულის გამომუშავებას შეძლებთ

148
iSQ6yncm6dQfWgUFoJFYbZva8QXYHyM3avcBgW6L

CryptoPrison — ასე ჰქვია ქართველების მიერ შექმნილ P2E (play-2-earn – ითამაშე რომ გამოიმუშაო) NFT ონლაინ სამაგიდო თამაშს RPG ელემენტებით. ის მოთამაშეებს სიამოვნების მიღებისა და გართობის გარდა, თანხის გამომუშავების შესაძლებლობასაც სთავაზობს. ინფორმაციას ახალი ქართული თამაშის შესახებ marketer.ge ავრცელებს.

თამაშის პირველ სეზონში წარმოდგენილია 3 პერსონაჟი: მეამბოხე ჯონი (Rebel Johnny), მეცნიერი ბაბუა (Scientist Gramps) და „გაფრენილი“ კევინი (Pothead Kevin). თითოეული მათგანისთვის 3333 უნიკალური ვიზუალი შეიქმნა და მოთამაშეები მათ NFT-ების სახით იყიდიან. კონკრეტული ვიზუალის მქონე პერსონაჟები ერთმანეთისგან განსხვავებულ მახასიათებლებს მოიცავენ. ამასთან, თამაში ორ რეჟიმში მოქმედებს: 1) სოლო, როცა მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტს ეთამაშებიან და 2) PVP არენა, სადაც რამდენიმე ადამიანი ერთად თამაშობს და ერთმანეთისთვის დამატებით დაბრკოლებას ქმნიან.

თამაშის ძირითად მიზანია ციხიდან გაქცევა. იმის მიხვედით, თუ რა ადგილზე გავა მოთამაშე, დაერიცხება სპეციალური in-game ტოკენი, კრიპტოვალუტა რომლის რეალურ ფულში კონვერტირება იქნება შესაძლებელი. მოგროვილი თანხის განაღდების გარდა, შესაძლებელი იქნება ტოკენების თამასშივე გამოყენება, სხვადასხვა ბენეფიტის მისაღებად თუ სხვა მოთამაშეებთან გადასაცვლელად.

გარდა ამისა, დიდი მოთხოვნის საფუძველზე, პლატფორმას კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციონალი ექნება: NFT გაქირავების სისტემა, რომელიც NFT-ის მფლობელებს მისცემს შესაძლებლობას, გააქირაონ ნაყიდი NFT იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც სურთ თამაშით ფულის მოპოვება. ასეთი სისტემა მომგებიანი ორივე მხარისთვის: მოთამაშეს არ უწევს NFT-ის ყიდვა რომ გამოიმუშაოს თანხა, ხოლო NFT მფლობელი არაფრის კეთებით მიიღებს პასიურ შემოსავალს.

ცნობისთვის, 16 ივნისს CryptoPrison სხვა წარმატებულ ქართულ NFT პროექტებთან ერთად, DeGameFi-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებს სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე, მათ შორის იმაზე, თუ რაში მდგომარეობს P2E თამაშების ძირითადი კონცეფცია, რა პრობლემები არსებობს GameFi ბაზარზე და ა. შ. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

წყარო: marketer.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები