LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების მეტოქეები ევროპაში გარკვეულია: ისევ შერიფი და პლუს ცხადაძე

144
Capture

წლევანდელ ევროთასებზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია. შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონს, „საბურთალოს“ მოლდოვური „შერიფი“ შეხვდა. პირველი მატჩი ტირასპოლში 10 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო მატჩი 17 ივლისს თბილისში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ წინა გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონი „ტორპედო“ სწორედ „შერიფმა“ გამოაგდო – ქუთაისელებმა 2:1 მოიგეს შინ, გასვლაზე კი 0:3 წააგეს.

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა წილისყრის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

“ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი სუსტი გუნდი არ არსებობს. ხუთი სავარაუდო მეტოქედან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა გლაზგოს “სელტიკს” შევხვედროდით.
“შერიფის” თამაში ბოლოს ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ ვნახე. ამ ეტაპზე ვიცი ისიც, რომ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეანდრო რიბეირო “შერიფში” ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.
მერჩივნა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გვქონოდა. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი”.

 

ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვნენ ევროპა ლიგაზეც.

თბილისის “დინამო” – “ლა ფიორიტა” (სან) / “ენგორდანი” (ანდორა)

“ორდაბასი” (შიმკენტი, ყაზახეთი) – “ტორპედო”

“ფოლა” (ეში, ლუქსემბურგი) – “ჩიხურა”

“ორდაბასის” მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძეა.

I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები – 18 ივლისს. მეორე ეტაპის წილისყრა კი 19 ივნისს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები