ავტორიტეტულმა YouTube-არხმა Ultras World-მა მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებისთვის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო პერფომანსების რეიტინგი შეადგინა.
პირველ და მეორე ადგილებზე პარიზის „რედ სტარი“ და ვარშავის „ლეგია“ აღმოჩნდნენ. მოგეხსენებათ, პოლონურ გუნდში ქართველი ვაკო გვილია გამოდის. მესამეა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“.
ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: დანიური „კოპენჰაგენი“, ფრანკფურტის „აინტრახტი“, უნგრული „ფერენცვაროში“ (აქ ლაშა დვალი თამაშობს), ვენის „რაპიდი“, ფრანგული „სენტ ეტიენი“ და ორი მაროკოული კლუბი – „რაჯა“ და ვიდადი“.