LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები 3 მილიონ ევროიან იახტებს ყიდულობენ

2152
azimut-yachts-fleet-e1595513652714

2020-2021 წლებში საქართველოში 11 იახტა გაყიდა. გაყიდული იახტების მინიმალური ფასი 300 ათასი ევრო იყო, ყველაზე ძვირად ღირებულის კი – 3 მილიონ 300 ათასი ევრო. საკითხზე „საქმიანი დილის“ ეთერში იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti Group-ის რეგიონულმა მმართველმა, გიორგი ჩიკვაიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში იახტებზე მოთხოვნა გაიზარდა.

„პანდემიის 2 წელიწადში ჩვენმა კომპანიამ 11 იახტა გაყიდა. პირველი ლოქდაუნის დროს 7, ხოლო მეორე ლოქდაუნის დროს – 4 იახტა, რომელთა მფლობელებიდან 10 ქართველია”, – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე „საქმიან დილაში“.

შეგახსენებთ, Azimut Yachts იახტების მწარმოებელი იტალიური კომპანიაა, რომლის ფილიალი Azimut Yachts Georgia საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები