საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს თბილისში კვირას, 2 თებერვალს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებს.
“პანაშვიდები თბილისში გაიმართება მისამართზე: სამრეწველო დასახლება, პირველი ქუჩა, პირველი ჩიხი, ბინა 4.სამშაბათს (4 თებერვალს) ბექა ბურდიაშვილს გადაასვენებენ კახეთში, სოფელ შილდაში. დაკრძალვა ხუთშაბათს, 6 თებერვალს 13 საათზე.”
რაგბის კავშირი დაღუპულ ბექა ბურდიაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრეს.
ის რაგბით და რაგბისთვის ცხოვრობდა: ფრანგული კლუბი ქართველი მორაგბის გარდაცვალებას ეხმაურება
ბექა ბურდიაშვილი “ლავორთან” მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა.
ავტოავარია 26 იანვარს, დილით მოხდა. ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და “ლავორთან” მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა.
მომხდარის გამო, თამაში არ შედგა.
საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქართველი მორაგბე ემსხვერპლა