LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველ ლიდერებს მოვუწოდებ, მიაღწიონ პროგრესს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებში” – ამერიკელი სენატორები

64
fdhba

სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ, მათი პირველი აქტივობა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მონახულებით დაიწყეს. ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა შეხვედრები სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრთან გამართეს.

ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერენ.

სენატორები ყურადღებას ამახვილებენ 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. “ქართველ ლიდერებს მოვუწოდებ, გააგრძელონ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და მიაღწიონ პროგრესს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებში,”- წერს რობ პორტმანი.

სენატორების თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირეა.

კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.​

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები