ქართველ “ჰაჩიკოს”, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სოციალური მედია დაიპყრო, პატრონი გამოუჩნდა. მასზე მზრუნველობა ლია გაბუნიამ აიღო საკუთარ თავზე. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
“ჰაჩიკო” ავტობუსებს აღარ დასდევს და მას ახლა ნოა ჰქვია და ახალი მეგობრები ჰყავს – თუთიყუში მზია და ძაღლი დაიანა.