LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას ამერიკაში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1568AA71E5A2AAE7617EEA3FC71049A00D6BA167934DF8C5FF_pimgpsh_fullsize_distr

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთამიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი”-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ნიუ-ჯერსიში, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება, ძარცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები