LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა

75
kaladze

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი და მოქმედი მერი, კახა კალაძე დაასახელა.

ღონისძიება ამ წუთებში მთაწმინდის პარკში მიმდინარეობს.

კახა კალაძე ღონისძიებზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ კალაძე თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერია.

როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები