LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა მოლმა ევროპის ქვეყნების მოლებს აჯობა – ის კოვიდ უსაფრთხო სავაჭრო ცენტრად აღიარეს

82
Galleria Tbilisi

„გალერია თბილისმა“ კოვიდ 19-ის რეგულაციებთან შესაბამისობის საერთაშორისო სერთიფიკატი მოიპოვა. ჯილდო, რომელიც Safe Asset Group-ის მიერ გაიცა, სავაჭრო ცენტრში ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რეგულაციების მაღალ დონეზე დაცვას და უსაფრთხო გარემოს გულისხმობს. ჯამურად გალერია თბილისმა 100-დან 94 ქულა მიიღო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რადგან ევროპის ქვეყნების მოლების საშუალო ინდიკატორი 84-ია.

“გალერია თბილისი” პირველი სავაჭრო ცენტრია საქართველოში, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა. აუდიტის პროცესი საკმაოდ კომპლექსური იყო და მოიცავდა შემდეგი პროცესების მონიტორინგს: დისტანციის დაცვა, ნაკადების კონტროლი, თერმოსკრინინგი, დასუფთავება, შესაბამისი მანიშნებლების არსებობა, პასუხისმგებელი პერსონალის გამოყოფა და სხვა.

Safe Asset Group შვედური კომპანიაა, რომელიც საცალო გაყიდვების  ბაზარზე, 77 ქვეყანაში, საოპერაციო რისკების შეფასების მიმართულებით მუშაობს და შესაბამის სერტიფიცირებას ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები