LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა კომპანიამ ყვითელი, თეთრი და წითელი ჩაი შექმნა

756

Natura Tea Company-ის პროდუქცია ამიერიდან ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ გაიყიდება. აღნიშნული კომპანია ”ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოა, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თანამედროვე ტიპის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ნატურა თი კომპანი“ 2015 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და ის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს. კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. მათივე ცნობით, შპს „Natura Tea Company“ ხუთი სახეობის ჩაის აწარმოებს და მომხმარებელს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ ინოვაციურ პროდუქტებს, კერძოდ კი ყვითელ, თეთრ, მწვანე, შავ და წითელ ჩაის სთავაზობს.

”ვინაიდან კომპანიის მიერ დამზადებულ ჩაის სწორედ ტექნოლოგია გამოარჩევს და პროდუქტის სხვადასხვა შეფერილობა მინარევების დამატებით არაა მიღებული, უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის თითოეული ხაზი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და მისი ორგანული თვისებებით ემთხვევა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ ნატურალური, ახალი და ჯანსაღი პროდუქციით მარაგდება”, – აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

ცნობისთვის, Natura Tea Company ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში დაარსდა. კომპანიას ამჟამად 50 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები