LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ღვინომ Frankfurt International Trophy-ზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

119
ipiccy-image

კომპანია „ბადაგონმა“ საერთაშორისო კონკურსზე კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. კომპანიის ინფორმაციით, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Frankfurt International Trophy ბადაგონის პრემიუმ ხარისხის ღვინო „საფერავი ქაშერი“ საუკეთესო ქართული ღვინის წოდებითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ოქროს მედალი ასევე გადაეცა ბადაგონის კიდევ ერთ ღვინოს “მუკუზანს”.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს კონკურსში მსოფლიოს 52 ქვეყნიდან 3740 ღვინო იღებდა მონაწილეობას.

„გილოცავთ ბადაგონისა და ქართული ღვინის გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას!“, – აცხადებენ ღვინის კომპანია „ბადაგონში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები