ჯგუფი „ანოსთან და მახოსთან“ აქვეყნებს ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ფოტოს, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული. წყვილი უკვე გაფრინდა აშშ-ში, სადაც ისინი ემიგრანტებისთვის კონცერტებს ჩაატარებენ:
„გაფრინდა ჩვენი ვარსკვლავური წყვილი ამერიკაში. ყველას, ვისაც ასე გენატრებათ ქართული სიმღერა და სითბო, არ გამოტოვოთ მათი კონცერტები ამერიკაში.
ქართული ზღაპარი ნიუ იორკის კონცერტით იწყება.
ინფორმაციას ანუკის და გელას გვერდზე იხილავთ…“