LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ზეთით ნეპალი, ტუნისი და სომხეთი მარაგდება

394
ipiccy_image

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი ექსპორტზე გავიდა. კომპანია ნეპალს, ტუნისს და სომხეთს 626 ტონა ზეთით ამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ „ჯოლიოს“ საწარმოს თვეში 3000 ტონა მზესუმზირის მარცვლის გადამუშავების რესურსი აქვს, რაც დაახლოებით 1,2 მლნ ლიტრი რაფინირებული და ბოთლში ჩამოსხმული ზეთის წარმოებას უტოლდება. კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში 65 ადამიანს ასაქმებს.

„ჩვენი კომპანია მზესუმზირის ზეთის გარდა, მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებულ „მზესუმზირის შროტსაც“ აწარმოებს, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება და მისი 99 %-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. რაც შეეხება ჩამოსხმულ ზეთს, ის საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში გაიყიდება “იალონის” ბრენდის სახელით. ჩვენ უკვე გავედით ექსპორტზე და სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას. ვაპირებთ ავითვისოთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა“, – განაცხადა კომპანიის დირექტორის მოადგილე ლევან ტრაპაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები