LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების სათამაშოებით უცხოელი დამკვეთები დაინტერესდნენ

82

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 2018 წლის 31 იანვარიდან – 4 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე – “Spielwarenmesse 2018” სამი ქართული კომპანია: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის მეორე დღეა და ქართულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიებმა უკვე 50-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან, მათ შორის დაახლოებით 10 წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს.

მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე – “Spielwarenmesse 2018”  მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები