LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების დაფა, რომელიც მოსწავლეებს პროგრამირებას შეასწავლის

79

საქართველოში პროგრამირებადი დაფა შეიქმნება, რომელიც მოსწავლეებს ე.წ სმარტ სისტემების შექმნასა და პროგრამირების შესწავლაში დაეხმარება.

პროექტი სტარტაპ Limestone-ს ფარგლებში განხორციელდება და ექსპლუატაციაში 2017 წელს გაეშვება.

როგორც ”ფორტუნას” Limestone-ის დამფუძნებელმა,  ლევან გაბისონიამ განუცხადა, პროექტი უნიკალურია და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამირებადი დაფები მსოფლიო მასშტაბითაც  გაიყიდება.

”მას შემდეგ რაც საქართველოს ბაზარს ავითვისებთ, შევალთ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ინოვაციურ  დაფებს ”ამაზონსა” და ”ი-ბეიზეც” გავყიდით, რათა პროგრამირების შესწავლა სხვა მოსწავლეებმაც მარტივად შეძლონ”,- აღნიშნა გაბისონიამ.

მისივე ინფორმაციით, დაფის საშუალებით მოსწავლეები პროგრამირებას არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად  დაეუფლებიან.  დაფაზე დაინახავენ, რა როგორ კეთდება და ხორციელდება რეალობაში და ამით მათ დამატებითი მოტივაცია გაუჩნდებათ, რომ ინოვაციური პროექტები თავადაც შექმნან.

როგორც Limestone-ის დამფუძნებელმა განმარტა, პროგრამირებადი დაფებით სასწავლებლად, პროგრამირების სპეციალისტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რათა დაუბრკოლებლად შეძლონ ბავშვებისთვის სწავლება.

ცნობისთვის, Limestone-მა ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში გაიმარჯვა და 100 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნული თანხა პროექტის განვითარებასა და განხორციელებას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები