სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებას ჩირის საწარმო “ჯეო ორგანიკს“ აცნობს.
აღსანიშნავია, რომ ხილის გადამამუშავებელი საწარმო, საგარეჯოში 2020 წელს გაიხსნა. დღემდე, კომპანიამ ადგილობრივებისგან 200 ტონა ხილი ჩაიბარა და გადაამუშავა, წელს კი, წარმოების გაზრდას, კერძოდ 650 ტონა ხილის გადამუშავებას შეძლებს.
სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, საწარმომ ლიზინგით დანადგარების შეძენა შეძლო.
„ჯეო ორგანიკი” პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს გარდა, ინგლისში, გერმანიაში, ჩეხეთში, ყატარსა და უკრაინაში გეგმავს.