LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების ჩანთები ჰონგ-კონგში, ქუვეითსა და სინგაპურში იყიდება

146
104681548-1677066799112599-8162510925201675972-o

სააგეტნო „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებას კომპანია Gepherrini-ს შესახებ უყვება.

როგორც სააგენტო წერს, კომპანიამ შექმნა ბრენდის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ დიზაინს, ლიმიტირებულ მოდელებს, მაღალ ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასს.

„გეფერინი” საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პირველი ბენეფიციარია და 2020 წელს, პროგრამის ფარგლებში, წარმოების გაფართოება და გაყიდვების გაზრდა შეძლო.

ამასთანავე, ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანიამ არა ერთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომლის შედეგადაც პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს გარდა, ჰონგ-კონგში, ქუვეითში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება.

შეგახსენებთ, „გეფერინი“ პირველი ქართული ბრენდია, რომელიც აწარმობს ჩანთებსა და აქსესუარებს. დამფუძნებლების სურვილი იყო, შექმნილიყო ისეთი ქართული პროდუქტი, რისი წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა. რამდენიმეთვიანი ბაზრის მოკვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ქალის ჩანთები მასიურად არ იწარმოებოდა საქართველოში. სწორედ აქედან გაჩნდა ჩანთების წარმოების დაწყების იდეა.

“გეფერინს” ბაზარზე შესვლის დღიდან, ძალიან დადებით გამოხმაურება მოჰყვა და შესაბამისად საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესებაც გამოიწვია. საწყის ეტაპზე, საქართველოში გაიხსნა მაღაზია და სხვადასხვა გაყიდვის წერტილი. ერთი წლის შემდეგ პირველი ექსპორტი დაფიქსირდა რუსეთის მიმართულებით. ეტაპობრივად დაემატა კიდევ 6 ქვეყანა. ესენია: ამერიკა, საფრანგეთი, შვედეთი, ყაზაზეთი, უკრაინა და აზრებაიჯანი. ამ ეტაპზე, “გეფერინი” მსოფლიო მასშტაბით 36 გაყიდვის წერტილით არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები