LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თხილის ხარისხის გაზრდისთვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

229

ქართული თხილის ხარისხის გაზრდის პერსპექტივებზე ისაუბრეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოში თხილის სექტორის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თხილის ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქართული თხილის ხარისხის გაზრდისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, რაც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის სამინისტროს, დონორების, ინვესტორებისა და ასოციაციების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თხილის სექტორის ხელშეწყობა კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. სახელმწიფო ყველა მიმართულებით  ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ფერმერებს ცოდნის გაღრმავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. შექმნილია სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამსახური, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს, თუმცა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე თხილის მოსავლის აღების შემდგომი პროცესების მართვის, თხილის საშრობებისა და შესანახი ინფრასტრუქტურის საკითხებიც განიხილეს.

აღნიშნული პროგრამა USAID-ის მიერ დაფინანსებული თხილის სექტორის განვითარების პროგრამის მიერ მომზადდა. პროგრამას CNFA-საქართველო  თხილის სექტორში მოღვაწე შესაბამის ასოციაციებთან და ბიზნესოპერატორებთან ერთად ახორციელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები