LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სუნელები საიმედო და სანდოა: კრძალავს თუ არა აშშ ქართულ პროდუქტს?

1184

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ქართული სუნელების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხი ბოლომდე შესწავლილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა არის დასაშვებ ნორმებში. შესაბამისად, ქართული პროდუქტი საიმედო და სანდოა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრი ქართულ სუნელებში ტყვიის მომატებულ რაოდენობასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ნიუ-იორკის ფედერალურ სააგენტოებს ოფიციალური შეტყობინება საქართველოსთვის არ გაუგზავნია და არც ამერიკის საბაჟო უწყებები კრძალავენ ქართულ სუნელებს.

„არსებობდა ინფორმაცია ტყვიის შემცველობის მომატებულ რაოდენობაზე. ის გამოქვეყნდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე და ეს არ იყო არც ერთი ფედერალური სააგენტოს ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მიმართ. არც ერთ ფედერალურ უწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დაუწესებია შეზღუდვა არც ერთ ქართულ სასურსათო პროდუქტზე, მათ შორის იგივე სუნელებზე. ამერიკის საბაჟო უწყებები არ კრძალავენ ქართულ პროდუქციას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები