LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სპორტის მუზეუმს სამი ექსპონატი შეემატა (ვიდეო)

27

ქართული სპორტის მუზეუმს დღეს კიდევ სამი ექსპონატი შეემატა. საერთაშორისო დოკუმენტურ სპორტულ კინოფესტივალებზე მოპოვებული 3 თასი ქართული სპორტის მუზეუმში დაიდებს ბინას.

საუბარია რეჟისორ გოგი თორაძის ტრილოგიაზე, რომელმაც ფილმები ქართული სპორტის ისტორიას მიუძღვნა.

კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი “ოვალური ბურთი” ტაშკენტის სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი გახდა.

ფესტივალი ტარდებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით, რომლის დევიზია “სპორტი კინოსა და ტელევიზიაში”.

ფილმმა მიიღო პრიზი და დიპლომი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში, ფილმი ეძღვნება ქართული რაგბის ისტორიას.

2013 წელს გოგი თორაძის ფილმი ქართული ფეხბურთის ისტორიაზე “ჩვენი ფეხბურთი” გახდა მილანის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი, ხოლო ფილმმა “ქართული კალათბურთი” იტალიაში გამართულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გოგი თორაძის ტრილოგიის სამივე ფილმი საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი გახდა. საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოები – თასები და დიპლომები გოგი თორაძემ სპორტულ მუზეუმს გადასცა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები