როგორი იქნება პირველი ქართული სმარტ სითი -ანაკლია და რას გააერთიანებს ერთ სივრცეში – უკვე ცნობილია. სოციალურ ქსელში „ანაკლიის პორტის“ ფეისბუქ გვერდი ავრცელებს ოფიციალურ ვიდეორგოლსა და ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორი იქნება „ანაკლია სითი“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში.
„ანაკლიის პროექტი მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი არ არის. ის მოიცავს: ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პარკს, ფინანსური ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ამერიკული აკადემიის საუნვერსიტეტო კამპუსს, ამერიკულ ჰოსპიტალს, ინოვაციებისა და სტარტაპების ცენტრს, საერთაშორისო იპოდრომს, გოლფ კლუბსა კიდევ ბევრ კომპონენტს.
ანაკლია გახდება სიახლის, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კომპანიების მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც ჰარმონიულად იქნება შეთავსებული საპორტო, ლოგისტიკური, საწარმოო, ბიზნესის, გართობის, დასვენებისა და დაბალანსებული ცხოვრების სტილის ყველა წინაპირობა.
ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მსოფლიოს უდიდეს გემებს მიიღებს, მილიონობით კონტეინერს გადაამუშავებს და აბრეშუმის გზის კარიბჭის ისტორიულ ფუნქციას შეასრულებს, ანაკლიის ინდუსტრიული პარკი კი ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ანაკლიის პორტი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.