LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საწარმო, რომელიც Zara-სთვის და H&M-ის ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა

712
39179880-1929289310481415-5137738401730002944-o

ქართული საწარმო MGMTex , რომელიც ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისთვის, როგორებიცაა: H&M“, Mango, Zara, Tommy Hilfiger, Marks&Spencer და სხვები, ტანსაცმელს კერავდა – გაკოტრდა. საწარმოს გაკოტრების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში უკვე აისახა.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების დაწყება. სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დასახელება: შპს ემჯიემტექსს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ევროპაში, H&M-ს ქსელში პროდუქცია იარლიყით - MADE IN GEORGIA გაიყიდება

ქართულმა კომპანიამ ბრენდის „H&M” მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო

შეგახსენებთ, MGMTex-ის ქუთაისის საწარმო 2018 წლის აპრილში გაიხსნა. კომპანია წარმოადგენდა ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს, სადაც ტანსაცმელი მთლიანად ევროპის ქვეყნებისთვის იკერებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები