გინატრიათ საჰაერო ბურთით ფრენა? – წინანდალში მდებარე სასტუმრო Radisson Collection Hotel ამის შესაძლებლობას ექსკლუზიურად საკუთარ სტუმრებს აძლევს.
„გვეწვიეთ და ისიამოვნეთ ამ დაუვიწყარი გამოცდილებით. საჰაერო ბურთიდან სრული ბრწყინვალებით იშლება ალაზნის ველის პანორამა და კავკასიონის მწვერვალები”, – აცხადებენ Radisson Collection Hotel-ში.
მათივე ინფორმაციით, ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს 40 წუთს, ხოლო საჰაერო ბურთი 200 მეტრის სიმაღლეზე ადის. აღნიშნული საჰაერო ბურთით ფრენა შესაძლებელი ოთხივე სეზონზე.
საჰაერო ბურთს მართავს გამოცდილი პილოტი. ყველა საჰაერო ხომალდი რეგისტრირებულია და გადის რეგულარულ შემოწმებას და სერთიფიცირებას.