LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში შეიჭრა და დააკავა: Reuters-ი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აშუქებს

76
FORTUNA.GE- (1)

“ქართული პოლიცია შეიჭრა ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში და დააკავა ის პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ.” – ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად აშუქებს უცხოური მედიაც, მათ შორის Reuters-ი.

მედიასაშუალება წერს, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა სწორედ მელიას დაკავების საკითხზე, ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო დატოვა.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი ედებოდა ძალადობის წაქეზებაში 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციებზე, ხოლო თავად მელია მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.

“გასულ კვირას, სასამართლომ ბრძანება გასცა, რომ მელია დაეკავებინათ გირაოს გადაუხდელობის გამო. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ბრძანების შესრულება დროებით გადაიდო, რადგან პრემიერმა თანამდებობა დატოვა.” – წერს მედიასაშუალება.

Reuters-ის ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იყო ნიკა მელია პარტიის ოფისში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერები პოლიციას ქუჩაში უპირისპირდებოდნენ.

 

დღის მთავარი პოლიტიკური გმირები და მოვლენები: საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები