LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პირბადეების ფასი, სავარაუდოდ, 50-დან 70 თეთრამდე იქნება

350
20190108153651661237166

კიდევ ერთი ქართული სამკერვალო საწარმო, რომელიც პირბადეების წარმოებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს – „ელსელემაა“. არსებული ინფორმაციით, კომპანია პროდუქტის წარმოების დაწყებას უკვე ამ კვირის განმავლობაში გეგმავს. პირბადეების სარეალიზაციო ფასი კი დაახლოებით 50-დან 70 თეთრამდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ელსელემასნიმუშები შესამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე გადაგზავნილი აქვს.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრის მთავარი თემა კი პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.

500 ათასი პირბადე საჩუქრად – უკვე ცნობილია ქართული კომპანია, რომელიც პირბადეებს დაგვიმზადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები