LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” შეთავაზება კონსულტაციებზე უბრალო პიარსვლაა – სერგი კაპანაძე

76

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე, აცხადებს, რომ კონსტიტუცია, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, ერთპარტიულია, ამიტომ თუ მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ლოგიკური იქნება.

კაპანაძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან კონსულტაციებზე საუბარი პიარის ნაწილია.

“მერე ეს ვეტოც დაძლეული იქნება “ქართული ოცნების” მხრიდან და გაფორმდება ერთი კაცის კარნახით დაწერილი ერთპარტიული კონსტიტუცია.

“რაც შეეხება კონსულტაციებს, როგორც მთლიანად ამ პროცესში, ბევრჯერ აჩვენა “ქართულმა ოცნებამ”, რომ ის არანაირი კონსულტაციებით დაინტერესებული არ არის, ყველა მისი შეთავაზება კონსულტაციებზე იყო, უბრალოდ, პიარსვლა, რეალურად არანაირი ინტერესი მათ არ გამოუჩენიათ არც პრეზიდენტთან, არ ოპოზიციასთან და არც რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფთან საუბრის,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.