კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.
„შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს,“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.