მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სია. ამის შესახებ დღეს პარტიის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
”ამ კვირაში იქნება პარტიული სიის პრეზენტაცია. ამ კვირაშივე დაიწყება იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების წარდგენაც. საზოგადოება გაიგებს, ვინ რა უბანზე იქნება პასუხისმგებელი თავისი ხალხის წინაშე”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.