სამოქალაქო საზოგადოებრივმა მოძრაობამ “შეცვალეს” აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარეობდა შეხვედრა მმართველი პარტიის ლიდერსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად, “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, თუმცა აქამდე საუბრის თემა და სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას არ მისცემენ საშუალებას გამართოს შეხვედრები არც პარლამენტთან, არც მთავრობის სახლში და ყველგან სადაც მთავრობის სხდომები ჩატარდება, ისინი გააპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი პროტესტით მათ უნდოდათ პარტიის ლიდერებისთვის და დიპლომატიური კორპუსის წამომადგენებისთვის მიეწვდინათ ხმა, თუმცა მათ ამის შასუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.
დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან – აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს
“ქართული ოცნების” ოფისთან დილიდანვე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა ჯგუფი, რომლებიც არნიშნულ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ იძლეოდა. ოფისთან და დიპლომატების მანქანებთან მიახლოვებას უკრძალავდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, რა დროსაც მათ შორის მოხდა მცირე ინციდენტი. გავრცელებული ინფორმაციით, 3 აქტივისტი დაკავებულია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
შეხვედრა მმართველი პარტიის ლიდერებსა და დიპლომატებს შორის შეხვედრა უკვე დასრულდა. მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.
ივანიშვილს სახლთან ნაგვის ურნა მიუტანეს – რა ხდება ამ წუთებში აქციაზე