წინასაარჩევნოდ დადგა ვითარება, როცა „ქართული ოცნების“ მიერ გადაღებული დადგა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც , სუს-ის მიერ სავარაუდოდ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.
ხვიჩიას თქმით, ქვეყანა სპეცსამსახურების მიერ იმართება და ეს ყველამ იცის.
“მმართველობის ამ სტილზე ვერ ვთქვით უარი. ახლა წინასაარჩევნოდ დადგა ვითარება, როცა „ქართული ოცნების“ მიერ გადაღებული დადგა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას შორის თბილი ურთიერთობები იყო ბოლო პერიოდში.
“ახლა კი აღმოჩნდა, რომ მთელ ეკლესიას უსმენდა სუს-ის ხალხი და ისეთი რაღაცებია მოსმენილი და ნათქვამი, ეს ხალხი თვითონ მიხვდება, რომ უსმენდნენ” – აცხადებს ხვიჩია
“მე ვურჩევდი ნებისმიერ ადამიანს, ვინც პროცესში იღებს მონაწილეობას, რომ სასწრაფოდ გავიდეს აქედან, რადგან ეს იქნება ისეთი ტიპის დანაშაული, რომ მოვა დრო, როცა ამ ხალხის დაჭერას მოითხოვენ, ვინც ეს მათ გაუკეთა. რთული იქნება, როცა დეპუტატები ასეთი სახის მმართველობიდან გათავისუფლდებიან, ისინი დაარწმუნო იმაში, რომ მათი დაკავება არ მოითხოვოს, ვინც თავის დროზე ეს გაუკეთა. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არა ერთმანეთის ცოდვა-მადლი ვარჩიოთ, არამედ იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკოსები აქტიურობდნენ პარლამენტში და არა სხვის საძინებლებში,“ – განაცხადა ხვიჩიამ.