“დღეს ქვეყანაში აღარც რეფერენდუმის დროა, არც „ქართული ოცნების“ ნდობის დამტკიცება არ დამტკიცების. მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება.” – ამის შესახებ “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, რაც დღეს ხდება, გადატრიალება, ქვეყნის დამხობაა. ამ ყველაფერს „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს და ამის შეგუება უბრალოდ აღარ შეიძლება.
“ღმერთმა დაგვიფაროს ეს ფაილები გამომზიურდეს და საჯარო გახდეს. იმდენი ადამიანი გადაემტერება ერთმანეთს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ, სისხლისღვრა მოხდება.” – დავით ჭიჭინაძე.
“საპარლამენტო ოპოზიციას რაც ეხება, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ შექმნან საგამოძიებო კომისია. საჯარო, ღია, ყველამ რომ შეძლოს ჩვენების მიცემა ისეთი და იქნებ ერთხელ და საბოლოოდ გავერკვეთ ვინ ქმნის ქვეყანაში ასეთ მდგომარეობას.” – განაცხადა ჭიჭინაძემ