LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა“ კორცხელში საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს

60

“ქართული ოცნება” სოფელ კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცნობიერებენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებენ, ერთადერთ გამოსავლად კი პროვოკაციების მოწყობასა და არჩვენებისათვის ჩრდილის მიყენებას თვლიან. „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო მიმართავს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, სათანადო რეაგირება მოახდინონ, რათა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს”, – ნათქვამია განცხადებაში