LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” დეპუტატს ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

140
ნოდარ ტურძელაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატს ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ვაკის მაჟორიტარის განცხადებით, მკურნალობის კურსს იზოლაციაში აგრძელებს. ის საზოგადოებას დაწესებული რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

“მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია.

ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას. უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევით მიჰყვეთ რეკომენდაციებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია”, – წერს ტურძელაძე Facebook-ზე.