LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გინების გამო ბოდიშს იხდის, მაგრამ იმავე პოსტში იგინება

2278
დიმიტრი-სამხარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, რომელმაც  შეურაცხმყოფელი და უცენზურო პოსტი გამოაქვეყნა, საზოგადოებას ბოდიშს უხდის “ემოციური და არაკორექტული ლექსიკის” გამო. თუმცა სამხარაძე ამავე პოსტში ისევ იგინება.

ყველა ნამდვილ ქართველს და საქართველოს მოყვარეს მინდა მოვუბოდიშო ჩემი ემოციური და არა კორექტული ლექსიკის გამო,-წერს დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქში.

პირველი პოსტი, დიმიტრი სამხარაძემ “ქართული ოცნების” ოფისთან დაპირისპირების შემდეგ გამოაქვეყნა. ის ამ მოვლენების განვითარებას მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და მას არაკორექტულად მოიხსენიებს.

„ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავდნენ. მოგვიანებით, იქ „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავებულია აქციის 5 მონაწილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები