LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ და კომპლექსიანი კობახიძის ერთადერთი გამოწვევა „ნაციონალებთან“ ბრძოლა გახდა: დავით ჭიჭინაძე

57
დავით ჭიჭინაძე

პარტია „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი გამოწვევა „ნაციონალებთან“ ბრძოლა გახდა. მისი თქმით, დღეს ოპოზიციაში კონსოლიდაციაა საჭირო, ასევე ყველას, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, მათი ჩართულობა. ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს გეგმა იგივეა – ამათ ისევ წარსულის ხარჯზე უნდათ მომავალში დარჩენა. გაჭირვებული, გაღარიბებული, გატყავებული ადამიანების უფლებებს დაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა, მშიერი ბავშვები ქვეყანაში, მათი უფლებების დაცვა… დღეს აღარავის აინტერესებს, სამაგიეროდ მმართველი „ქართული ოცნების“ და კომპლექსიანი კობახიძის ერთადერთი გამოწვევა „ნაციონალებთან“ ბრძოლა გახდა.

პლუს ახლა დამატებით კიდევ იმას „ვარკვევთ,“ გახარია მონური გადაწყვეტილებების შემსრულებელი იყო, თუ გაბედავს ოდესმე სიმართლის თქმას.

მოკლედ, ასეთი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაშია, 90-იანი წლების მერე არ ყოფილა და მართლა მაინტერესებს, ვინმეს სჯერა, რომ კობახიძე – ღარიბაშვილი დაალაგებს მთელ ამ პრობლემებს?! თუ თურნავა ააწყობს ქვეყნის ეკონომიკას?!

ამიტომ ვამბობ, დღეს ოპოზიციაში  კონსოლიდაციაა საჭირო და ყველას ჩართულობა, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია,“ – წერს დავით ჭიჭინაძე.