პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან. პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ საკრებულოს დეპუტატებიც.
როგორც ცნობილია, დღეს დაგეგმილ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ასევე პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე დაესწრებიან.
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.
„2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება,“ – აღნიშნულია პარტიის ოფიციალურ პრესრელიზში.