LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობებში არჩევნებისთვის კანდიდატებს 25 აგვისტოდან წარადგენს

128

„ქართული ოცნება“ თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკრებულოების წევრების, თავმჯდომარისა და და გამგებელ/მერების კანდიდატების წარდგენას 25 აგვისტოდან დაიწყებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განუცხადა.

მისივე თქმით, სია იქნება განახლებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმართველობებში დასაქმებულთა შემადგენლობა სრულად შეიცვლება.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, თუმცა ასევე გვეყოლება კანდიდატები, რომელიც ბოლო წლებში ადგილობრივ ხელისუფლებაში თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ,“ –  განაცხადა კობახიძემ.

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ახალი გუბერნატორების დანიშვნას და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არჩევნებს არ უკავშირდება.

„საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში,“ –  განაცხადა კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები