LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება თანხმდება, რომ საარჩევანო სისტემა უნდა შეიცვალოს – გიორგი ვაშაძე

161
20191001184715

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, “ქართული ოცნება” თანხმდება, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. მათ ითხოვეს მეტი დრო იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ, მომავალ პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ჩემი აზრით. პირველი, რაზეც შევთანხმდით იმაზე, რომ “ქართული ოცნება” თანხმდება, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. მეორე, მათ ითხოვეს მეტი დრო იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ, მომავალ პარასკევს გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა. მესამე, რომ, სამწუხაროდ, მე ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც ვერ დახაზეს მოდელი, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ერთადერთი, რაც აღელვებთ ამ ადამიანებს, არის ხელისუფლების შემარჩუნება და ძალიან კომიკურად გამოიყურებიან ხშირ შემთხვევაში არგუმენტების გარეშე დარჩენილები.

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვერც ამჯერად შეთანხმდნენ ოპოზიციასთან. როგორც მან დააანონსა მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდება.

სამწუხაროდ, მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობის შანსებს და ინტერესებს რომ მათ საკუთარი წარმომადგენელი აირჩიონ. მეორე პრობლემა არის ის, რომ მრავალმანდატიანი ოლქების შემთხვევაში, ხდება ოლქების გამსხვილება, ძალიან დიდი ოლქები უნდა იყოს შემოღებული, რაც თავისთავად ართულებს თვითონ მაჟორიტარული ინსტიტუტის დანიშნულებას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე გაერთიანება ახლაც არსებობს და ამან 2016 წლიდან უკვე წარმოშვა პრობლემები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ეს დამატებით და ბევრად უფრო გაართულებს მაჟორიტარების საქმიანობას და ზოგადად მაჟორიტარული ფუნქციის განხორციელებას. არგუმენტების გათვალისწინებით შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები