LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლავს“ – ბათუმის საკრებულოში ენმ-ის წევრები ბოიკოტს აცხადებენ

138
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალურ მოძრაობას“: „რას აპირებთ? აქციებს? ვივა მედთან კარვებს შლით? გვითხარით რას აპირებთ!! მიშას რომ გაიძახით ხმების მოსაპოვებლად, მის გადასარჩენად რა გეგმა გაქვთ!“

ბოიკოტის მიზეზად ისინი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახელებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მესამე პრეზიდენტს კლავს“.

„ამ ქვეყანაში დღეს „ქართული ოცნება“ დემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას, უფრო მეტიც, საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლავს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ჯდომა ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ გარიგებას ნიშნავს.

ჩამომპალი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანგრევს – უნდა დაინგრეს. ამიტომ, ერთადერთი გზა ევროპულ მომავალზე, თავისუფლებასა და თითოეული ჩვენგანის ხმის ამოღებაზე გადის.

ჩვენ არ ვაპირებთ აქ ჯდომას და „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნას, ერთი მიზეზის გამო – ისინი საქართველოში საქართველოს კლავენ, კლავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამიტომ პროტესტი ქუჩაში უნდა გაგრძელდეს. ეს ხელისუფლება მოუსავლეთში უნდა გავუშვათ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შიმშილობა დაიწყო

„შიმშილობას ვაპირებ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება“ – პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა

„არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის კაბინეტებიდან ყურებას“ – აჭარის უმაღლეს საბჭოს ენმ-ის დეპუტატები ტოვებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ს: გამოდით და გვითხარით, რას აპირებთ? სალომე ზურაბიშვილს ვეხვეწებით შეიწყალოს მიშა, მაშინ, როდესაც თავად არაფერს ვაკეთებთ, რომ ამ კაცის სიცოცხლისთვის ვიბრძოლოთ

ფოტო: IPN