LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ რეალურად მოლაპარაკების რეჟიმიდან არ გასულა არასდროს: დავით მათიკაშვილი

84
untitled-design-5

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს აფასებს.

როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემა, „დღის თემაში“ განაცხადა, დასაფასებელია საქართველოს მეგობრის ყურადღება და მონდომება, ამავდროულად მისი ვიზიტი მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების აღდგენისთვის.

„დასაფასებელია ჩვენი მეგობრის ყურადღება და მონდომება. ჩვენი მეგობარი დიპლომატის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ რეალურად მოლაპარაკების რეჟიმიდან არ გასულა არასდროს. როგორც ცნობილია იმ მოთხოვნების შინაარსიდან გამომდინარე, რაც ქონდა ოპოზიციას რთული იყო მათთვის სავარაუდოდ ამ მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნება. დღეს არის კარგი ნიადაგი იმისთვის, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ ქონდეს, განახლდეს და დაუბრუნდეს ოპოზიცია მოლააპრაკების მაგიდას რათქმაუნდა ჩვენს მეგობრებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმ პრინციპების გათვალისწინებით რომელიც ყველასთვის საერთოა“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდს მხარეებს შორის დიალოგის გასაგრძელებლად მზაობა აქვს. მან ეს განცხადება შარლ მიშელის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ამ წუთებში კი შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმართება, რომელსაც პრეზიდენტი მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები