“ქართული ოცნება” მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ისინი მაჟორიტარობის კანდიდატს არ ასახელებენ ამ ოლქში. პრემიერის თქმით, ასალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.