20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, დიდი ალბათობით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ორი ყოფილი მინისტრი მინისტრი დავით სერგეენკო და სოზარ სუბარიც იქნება განხილული.
შეგახსენებთ,რომ საპარლამენტო არჩევნები კი 31 ოქტომბერს ჩატარდება.