LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქართული ოცნება” კანონმდებლობას არღვევს, ადამიანების პარლამენტში ძალით გაჩერება შეუძლებელია: ირმა ნადირაშვილი

69
ნადირი

პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება საბოტაჟთან დაკავშირებით,  გაუგონარი და უპრეცედენტოა. მათ უარი თქვეს, რომ ოპოზიციას შეუწყვიტონ საპარლამენტო მანდატები. ამის შესახებ, ”ევროპული საქართველოს” წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანების პარლამენტში ძალით გაჩერება შეუძლებელია ამიტომ, ”ქართული ოცნება” კანონმდებლობას არღვევს.

”ამ ვითარებაში ეს საქციელი არის უპრეცედენტო, გაუგონარი და კანონმდებლობის დარღვევა, ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში არის შეუძლებელი. რაც შეეხება მოტივს, რომ მეტი დროს მისცენ ოპოზიციას, ეს არის სინამდვილეში დრო ”ქართული ოცნებისათვის”, რომ პარლამენტში, დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ და მეტი ელისაშვილი იპოვონ. ვფიქრობ, საერთო სურათი მაინც ვერ შეიცვლება, ერთი და ორი ადამიანის შესვლა პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შეიცვლის ხასიათს და ის არ იქნება ჩრდილოეთ კორეის საკანონმდებლო ორგანო.

ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, რომ არიან ადამიანები, ვისაც სურთ პარლამენტში შესვლა, უკვე გვესმის დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებისათვის, თითქოს მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, ნება და ექცევიან სხვების ”ბულინგის” ქვეშ. თუ ვინმეა „დაბულინგებული“ ამ პარლამენტში, თუ ვინმეს საკუთარი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ ივანიშვილის გონების კარნახით მოქმედებს, ეს სწორედ ბატონი კობახიძე გახლავთ, რომელიც დღეს მორიგი ბოდვით გამოცხადდა ჩვენს წინაშე”. – განაცხადა, ირმა ნადირაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები