LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ” – სერგო ჩიხლაძე

58
chikhlikina-2021-01-29-08-17-08-014913

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს.

მისივე თქმით, “ოცნება” კომპრომისზე უნდა წავიდეს, თუმცა ჯერჯერობით მათი მხრიდან არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა.

„მოლაპარაკებაზე კომპრომისული წინადადებით ვინც უნდა მოვიდეს, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ ველოდებით კომპრომისებს „ქართული ოცნებისგან“. ჩვენი შეთავაზება არის ის 6 პუნქტი, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შევთანხმდით, ამაზე დათანხმდა მათ შორის ე.წ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან ამაზე ვისაუბრებთ ან საერთოდ არ შედგება ეს მოლაპარაკება. „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ მათ, თუ ამ ხაზებს არ დაივიწყებენ.”-განაცხადა ჩიხლაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები