„ქართული ოცნება“ დღეს არის უზნეობის სამჭედლო ამ ქვეყანაში, რომელმაც ეს საზარელი სანახაობა შემოგვთავაზა“ – საბა ბუაძე
ქრისტინა კაპანაძე
01.11.2023
193
„ქართული ოცნება“ დღეს არის უზნეობის სამჭედლო ამ ქვეყანაში,“ – ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პარლამენტში განვითარებულ პროცესებს, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიციონერ ქალ კოლეგას შეურაცხყოფა მიაყენა.
„დღეს, რაც მე ვნახე პარლამენტში, ეს არის უბრალოდ გამაოგნებელი, „ქართული ოცნება“ დღეს არის უზნეობის სამჭედლო ამ ქვეყანაში, რომელმაც შემოგვთავაზა ეს საზარელი სანახაობა.
„ბოდიში“ მოვისმინეთ, თითქოს ბოდიში ამ სრულ მორალურ კაპიტულაციას გამოასწორებს, კაცი გამოვიდა და დაწერილ სიტყვას კითხულობდა და ავღელდიო, ეს ხომ სრული სისულელე და ტყუილია.
ეს ნამდვილად არის ანტიქართული ძალა, რომელსაც ჰგონია, რომ კაცობა არის მხოლოდ სქესის აღმნიშვნელი ტერმინია, ეს ძალა არის „ქართული ოცნება,“ რომელიც ამის მიღმა ვერაფერს ხედავს.