LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება დღემდე ატყუებს მოსახლეობას ვითომ კვლევებით – ლაშა დამენია

66
lasha-damenia

“ქართულმა ოცნებამ” შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგები მმართველი გუნდის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 47.7% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.2%.

კვლევის შედეგების მიხედვითვე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს ხმას გამოკითხულთა 60.1% მისცემდა, ნიკა მელიას კი 29.2%.

“ქართული ოცნება” 47.7%, „ნაციონალური მოძრაობა“ 25.2% – “ოცნება” კვლევის შედეგებს აქვეყნებს

მმართველი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევა შეაფასეს “ევროპულ საქართველოში”.

როგორც პარტიის წევრი ლაშა დამენია აცხადებს, კვლევა რეალობას არ ასახავს.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება, რა თქმა უნდა ეს შორს არის რეალობისგან და ეს თავად კარგად იციან ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და თავად კალაძემ და შიშის გამო, იმის გამო, რომ იციან ზუსტად ამ არჩევნებში ოპოზიციასთან პირწმინდად წაგების შესახებ, ამიტომ მიმართეს ამ ხერხს და მოსახლეობას დღემდე ატყუებენ ამ ვითომ კვლევებით“ – განაცხადა დამენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები