LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება“ არის ყოველ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით: ხატია დეკანოიძე

45
ხატია დეკანოიძე

ქართული ოცნება“ არის ყოველ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო მდივნის განცხადებები ნიშნავს სერიოზული შეშფოთების მკაცრს ტონში გამოხატვას საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

“სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ განაახლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები”

“პირველ ეტაპზე რასაც ველოდები, არის სანქციები მოსამართლეების მიმართ და მეორე ეტაპზე, დაუყონებლივი რეაგირება ღარიბაშვილის ხელისუფლების მიმართ” – აცხადებს დეკანოიძე

მისი თქმით ევროკავშირის ელჩების განცხადება, სადაც ელჩები პირდაპირ მიუთითებდნენ ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას, ძალიან მწვავე იყო.

“დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მიშელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის მთავარი საკითხი”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.