საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 27,1% “ნაციონალურ მოძრაობას“, გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 8,7%
ტელეკომპანია „იმედი“ GORBI-ის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.
კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 8,7%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- “ლელო“ – 3.4 %
- „ევროპული საქართველო“ – 3.3 %
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- 3 %
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.8 %
ამასთან, კვლევის თანახმად, კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.2%-მა არჩევან კახა კალაძეზე, ხოლო 38.8%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით – პლუს-მინუს 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა.