საქართველოში ნათლობის რიტუალი თავბრუს დაგახვევთ, ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს და ნათლობის ცერემონიის ვიდეოს აქვეყნებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შობადობის გაზრდის მიზნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მშობლებს დაჰპირდა, რომ ბავშვებს თავად მოუნათლავდა, ამიტომ ყოველ 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა იმართება.